საკონფერენციო თემა
თემა-
ჯადოსნური სკივრის საგანძური.
ავტორი- ქეთი საგინაძე.
სკოლა-ხულოს მუნიციპალიტეტი,
დიოკნისის საჯარო სკოლა.
კლასი- მეცხრე.
მოსწავლის პირადი ნომ.
61009033463.
მასწავლებლის პირადი ნომ. 61009012000
საკონტაქტო ნომერი-მოსწავლის
მობ.ნომერი.- 595028775.
მასწავლებლის მობ. ნომერი-577973701.
თემის ხელმძღვანელი-
იამზე ძირკვაძე.
გეგმა
1. მასწავლებელთან ერთად თემის ირგვლივ მუშაობა:
2. საჭირო მასალების მოძიება;
3. სოფლის უხუცესებთან სტუმრობა ჩანაწერების შეგროვების
მიზნით;
4. ჩანაწერების თემად შეკვრა მასწავლებლის დახმარებით;
5. თემის წარდგენა აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის
სასახლეში.
ჩემი ლამაზი კუთხის სიყვარულმა ამაღებინა ხელში კალამი. ეს ლამაზი მხარე
ერთიანი საქართველოს ულამაზესი კუთხე აჭარაა . შევიყვარე იგი თავისი წარსულით, იმედიანი
მომავლით. წარსული ხომ მართლაც მძიმე და გაუსაძლისი ჰქონდა. პატარა საქართველოს, პატარა
კუთხე. ჩემი მშობელი მხარე, მართლაც ლამაზია. ვიცი რომ სამშობლო ქვეყნის სიყვარული,
მამულის ფასი მტკავლობით, არშინობით, ვერსობით
არ იზომება, რომ სიცოცხლესავით ფასდაუდებელია. მშობელივით ტკბილი და სანუკვარია.
ერთი მრაშვალშვილიანი დედააა საქართველო, სხვდასხვა კუთხის მცხოვრები შვილები კი მრავალნი ვართ ერთიერთმანეთზე გულადი და პურადი, გაუტეხელი და სულიერად ძლიერი.
თითოეულ კუთხეს თავისი მიკრო ისტორია აქვს. ფარივით იდგნენ ქართველნი ერთმანეთის იმედად დარჩენილი. ერთ ასეთ ფარად იდგა საქართველოსთვის სამხრეთ დასავლეთით აჭარა. იგი მტრისთვის ბჭე იყო ,მოყვრისთვის ჭიშკარი.
ბევრი რამ ახსოვს ჩემს მიწას ავიც და კარგიც. და იქცა ციხე ნაციხარად ,ტაძარი ნატაძრალად, საყდარი ნასაყდარად ,ქილისა ნაქილისვარად. ლეგენდად ქცეული წარსული მხოლოდ ბებია ბაბუების ხსოვნას შემორჩა რაც ესოდენ თბილი და საყვარელია. ცრემლ- მორეული თვალებით ჰყვებიან ისინი თავიანთი კუთხის წარსულზე, ტრადიციებზე. იხსენებენ გარდასულ დღეთა ისტორიას. ის დრო ხომ მათი ბავშვობაა. ვისთვის ძალზედ თბილი, ვისთვის კი მწარედ გასახსენებელი, მაგრამ მაინც საამაყო. საუბრის დროს ხმა ხან სევდიანი აქვთ, ხანაც კი სიმტკიცე ერევათ ხმაში და ვგძნობ ამ დროს ამაყები ხდებიან. ისინი მიამბობენ იმას რაც პატარაობიდან მაინტერესებდა. რაც მათ მეხსიერებას შემორჩა. მე კი თქვენ, ძვირფასო მკითველო, ისე გადმოგცემ მათ ნაამბობს როგორც მათ მიამბეს. კუთხური დიალექტის გამოყენებით. არ გეგონოთ რომ შევძელ მთლიანად ამომეწურა ის „სიბრძნის სკივრი“ რომელიც თითქმის ზემო აჭარის ყველა ოჯახშია. ყურს ვუგდებდი ბებია- ბაბუების საუბარს. გული სინანულით მევსებოდა. რამდენი დარდი, ნაღველი იგრძნობა მათ საუბარში. სიამაყის გრძნობაც მეუფლება იმიტომ, რომ მათ მიერ მოთხრობილი ამბები რაოდენ ლამაზი და საამაყოა და როგორ ახლოს დგას ქართულ, ძირძველ ტრადიციებთან. საუკუნეს მიწეული ბებიები ტკბილად საუბრობენ, იხსენებენ გარდასულ დროთა ისტორიას ..როცა მათ საუბარს დაუგდებ ყურს გაიგებ ძალიან ბევრს. სიბრძით დაიმოძღვრები, სიბრძნე კი მარგალიტის მძივებივით გაბნეულა კარდაკარ. მინდოდა თითეული მათგანი მომეძია, ამეკრიბა და მშვენიერი კრიალოსანი ამეგო მისგან. ეს ნაწილობრივ მაინც მოვახერხე და ამით დავიკმაყოფილე ჩემი ცნობისმოყვარეობა, რომელსაც შემდეგში უფრო გავამრავალფეროვნებ.

„ახალი წელი“ ძველად
ზულბიე ძირკვაძე. დაბადებულია 1921 წლის 1იანვარს. 97 წლის. ცხოვრობს სოფელ დიოკნისში.პენსიონერი ,2017 წ.10-ოქტომბერი.
ახალ წელს შევიკრიბებოდით კანტორაში. ძალიან კარგ დროს ვატარებდით. 31-ში საღამოზე ახალი წლის დადგომამდე თანატოლები ერთად მოვიყრიდით თავს. პირველი ვინც მოვიდოდა ის იყო ფერხელი. ოჯახებში არ იყო ნაძვის ხე, სკოლაში კი იდგმებოდა და მის ირგვლივ ასე ვმღეროდით :

„ რალამაზად მორთულხარ
ნაირ ნაირ ფერიბით,
სიხარულით აგვავსე ნორჩ პონერები.
ეგ მძივი ვინ დაგკიდა ,
ეგ ბჟღვიალა ბურთები.
ასე ვინ გაგანათა
საწუწნების კალათა.
დარჩი ჩვენთან, ნუ წახვალ,
აქ ხალისი ბევრია .
ჩვენზე ზრუნავს ბელადი
სხივმოსილი ბერია.“
ახალწელზე ვხარშავდით სიმინდს, ვაკეთებდით ჩურჩხელებს, პურს მოვზელდით საღამოს, რომ როგორც პური აღუვდებოდა ისე ავღუებულიყავით
ანუ გავმრავლებულიყავით. 31-ში დღისით მოვჭრიდით ნაძვის ტანებს და დავყრიდით შემოსასვლელში, რომ გათენდებოდა ახლი წლის დილა იმ ნაძვის ტანებს მივარტყამდით პროდუქტს, საქთმეს, საქონლეს და ახალ დაქორწინებულებს. ამ წელში რომ გავმრავლებულიყავით.დილით შემოვიტანდით ახალ წყალს და საჭმელს გავაკეთებდით, რომ ასე წმინდათ გვეცხოვრა ახალ წელში. ახალ წელს ვაშლს არ შევჭამდით, რომ ჩიბნები ამოგვივაო. ფხალს არ შევჭამდით დამატლავსო. თოკს არ ავწევდით გველი შეგვხდებაო. სახლს არ დავგვიდით მოსავალი წეიქცევაო. არ მოვქსოვდით მურგვი არ გარგორდეს, რომ ავადმყოფობა იქნებაო. წინდის ჩხირებს არ ვიხმარდით წიწილები დაქორდებიანო. საჩეჩელის პირში ჩავდებდით დანას და შვკოჭავდით ძაფით და ასე ვიტყოდით ღმერთო ამ წელში მგელს ,თხუნველს ,დათვს პირი შეუკოჭე, რომ ზიანი არ მოგვაყენოსო .ახალ წელს ბაგაში ამოვავლებდით ჯაჭვს,რომ ძროხები არ და შორებულიყვნენ ერთმანეთს. ახალი წლის საღამოს მხრებზე შემოვისვამდით გოგოს და შევიყვანდით ახორში, რომ ამ წელში ძროხებს დეკევლები ეყოლებათო თუ მოზვრები უნდოდათ ბიჭებს შეიყვანდენ და შემოატარებდენ. ახალწელს 12საათზე ტკბილეულით შევხდებოდით და ერთმანეთს მივულოცავდით, სურვილებს ჩავუთქვამდით.
კუთხური სიტყვების განმარტება:
წევიდოდით-წავოდიდით
ჩიბანი-კანის ჩირქოვანი დაავადება
ფხალი-კომბოსტო
მურგვი-ძაფის გორგალი
შეუკოჭა-შეუკრა
დაქორვება-დაბრმავება

კოლექტივიზაციის შემდგომი პერიოდი
1951 წლიდან ვმუშაობდი პარიზის კომუნის სახელობის კოლექტივში. მუშაობის დროს შევიკრიბებოდით და წევდოდით ერთად სამუშაოდ. თუთუნის მოსაკრეფად, ჭალის მოსაფოცხად და სხვა .ერთ ადამიანზე 3500 კვადრატული მეტრი იყო მიკუთვნილი .ვინც იქ ვმუშაო. მუშაობისას ყველაფერს ერთდ ვაკეთებდით. სამუშაოს შემდეგ ვცეკვავდით, ვმეღეროდით. და ვერთობოდით. ერთდ მუშაობა სახალისო იყო. საღამოს მივდიოდით კრებაზე სადაც დასახელდებოდა მოწინავე კოლმეურნე. კრების მერე ვუყურებდით კინოს. მუშობის დროს ვასრულებდით ასეთ ლექსებს
„ ცაზე მთვარე ამოსულა
ნიშანია დარისაო
კოლექტივი გაძლიერდა
ვენაცვალე სტალინსაო“
აბა, აბა გოგონებო
ვკრიფოთ თამბაქოს ფოთოლი
აბა ვნახოთ უფრო მალე
ვინ გაავსოს გოდორი

გაზაფხულდა ვესნა დადგა
ცაში პტიცი ლეტაეტ
კოლხოზნიკი გამოსულა
ყანაში რაბოტაეტ
ოხ, ტრაქტორო მე შენს გამჩენს |
ვენაცვალე სულშიაო
ღარიბობა გლეხკაცობა
შენ გამართე წელშიაო.
გლეხის ქალო შენიქნები
ამ ტრაქტორის შოფერიო
გამოგივლი სამუშაოდ ,
გავახაროთ სოფელიო
ცაში პტიცი ლეტაეტ
კოლხოზნიკი გამოსულა
ყანაში რაბოტაეტ
ოხ, ტრაქტორო მე შენს გამჩენს |
ვენაცვალე სულშიაო
ღარიბობა გლეხკაცობა
შენ გამართე წელშიაო.
გლეხის ქალო შენიქნები
ამ ტრაქტორის შოფერიო
გამოგივლი სამუშაოდ ,
გავახაროთ სოფელიო
კუთხური სიტყვების განმარტება:
თუთუნი-თამბაქო
წევიდოდით-წავიდოდით
შოფერ
თუთუნი-თამბაქო
წევიდოდით-წავიდოდით
შოფერ
საქორწინო ადათ-წესები ზემო აჭარ
ლამარა ძირკვაძე- 1940 წელი, 78 წლის. ცხოვრობს სოფელ დიოკნისში.პენსიონერი.2017
წ.8-10.
ბაღვები პატარაობისას
ერთად იზრდებიან,ერთი მეორეს არ ემალვიან, გოგო
როცა 13
წლისა გახდება სახეზე
ჩადრს ჩამოიფარებდა და არ ჰქონდა სხვისი ნახვის უფლება.
ბიჭებს უფრო ჰქონდათ
წასვლა-წამოსვლის უფლება ვიდრე ქალებს. ბიჭები
შეიძლება დაესახლებინათ
16-17 წლისა. გოგოები გაეთხოვებიათ 12-13 წლისა
ახალგაზრდა ბიჭს საცოლეს
უფროსები შეურჩევდნენ, განსაკუთრებით
ტაიაი. გოგოს გამორჩევის
დროს მოიკითხავდნენ ყველაფერს მისი ოჯახის შესახებ.
შემდეგ მიუგზავნიდნენ
მაჭანკალს. სანამ პირობას ანუ თანხმობას არ მიიღებდა
მაჭანკალი იმ ოჯახში
საჭმელს არ შეჭამდა. თანხმობის შემთხვევაში გოგოს მხარეს
დაუტოვებდნენ ბეჭედს
ანუ ნიშანს. გოგოს მხარე მოითხოვდა ბაშლუღს 2000-3000
მანეთის ოდენობით. აქ
შეიძლება გავიხსენოთ სულხან-საბას იგავ არაკი ‘’შირვან
შაჰი, სადაც
ქალის პირის სანახავად რამდენიმე სოფელს ითხოვს
გოგოს მამა.”
შემდეგ ნიშნობას ანუ
ნახველებს და ბიჭის მხარე მიდიოდა გოგოს ოჯახში
მიუტანდნენ ბოხჩას. რომელიც
გამოირჩეოდა სიჭრელით, ყველა მნახველს მიჰქონდა
მეტად ოქრო-ვერცხლს ჩუქნიდნენ,
ფულს და სხვადასხვა ფერის ნაჭრებს კაბის
შესაკერად. ამის შემდეგ
აღდს გაჭრიდნენ ხოჯის დახმარებით. ამ ცერემონიას
ესწრებოდა სამი ან ოთხი
მოწმე რომ ეს ქორწინება ნამდვილად შედგა. დანიშვნის
მერე დაარქვამდნენ ქორწილს.ქორწილი უნდა ყოფილიყო ხუთშაბათს, პარასკევს
ან
კვირას. აუცილებლად სავსე
მთვარეზე. სტუმრებს რამდენიმე დღით ადრე
დაპატიჯებდნენ. ქალი
რომ გათხოვდებოდა ქმრის სახლში მიქონდა მზითევი და
საჩუქრები ქმრის ოჯახის
წვრების და ახლობლებისთვის. დედოფლის წამოსაყვანად
მიდიოდა მაყარი და წითელ
მოსასხამში გამოწყობილი დედოფალი მოჰყავდა თეთრი
ცხენით, როცა სიძის სახლს
მიუახლოვდებოდნენ სიმღერას დასძახებდნენ;
„დედამთილო გარეთ გამოი
მოგიყვანეთ შენი რძალი
ავი თვალით თუ შეხედე
ძაღლმა გახრას შენი ძვალი..“
შეიპატიჟებდნენე
სტუმრებს და რძალს ყურბანს დაუკლავდნენ ,შემდეგ სახლში
შეიყვანდნენ. დედამთილი შაქარს შეაჭმევდა პატარძალს,თაფლში
თითს ამოავლებდა
და კერაზე აუსვადა, თეფშს გაატეხიებდა . ადრე ქორწილი სამ დღიანი იყო.სამჯერ
ჭამდნენ საჭმელსაც და მთელი დღე ცეკვავდნენ და თამაშობდნენ.
საქორწინოდ
აკეთებდნენ საჭმელებს, ყაურმა მაკარონი, ერიშტა, ბორანი,
ლუხუმი, ყაისაფა,
სუთლი, დასალევად კი ღვინის ნაცვლად შერბეთს ლევდნენ.მესამე
დღეს მაყარი
დაემშვიდობებოდა დედოფალს და წავიდოდა, გოგოს დადიანს
ანუ მეჯვარეს
გაატანდნენ ქათამს და ლუხუმს. ქორწილის დროს ერიდებოდნენ
ორი დედოფალის
შეხვედრას რომ დაბასხუნდებიან და შვილი აღარ ეყოლებათო.
ორმოცი დღის შემდეგ
დედოფალს სადილს მიუტანდნენ .სადილი შედგებოდა 300-400
ნაჭერი ბაქლავისა და
შაქარლამისაგან მიტანილ ტკბილეულს მეზობლებს დაურიგებდნენ.შემდეგ
დედოფლის ძმა დედოფალს მშობლების სახლში წაიყვანდა
15-20 დღით. ასეთი იყო
საქორწილო ტრადიციები ძველად რომლისგან ზოგი წესები
შემორჩა დღესაც ზოგი
კი დავიწყებას მიეცა.
კუთხური
სიტყვების განმარტება:
ბაღვები-ბავშვები
დაესახლებია-დაექორწინებინა
ტაია-დედის ძმა
მაჭანკალი -შუამავალი
აღდის გაჭრა-მუსლიმანური წესებით ქორწინების ოფიციალურად
გამოცხადება
ყურბანი-ღმერთისთვის შესაწირი
დაბასხუნება-ორი დედოფალის პირისპირ შეხვედრა რაც ხშირად
უშვილობის მიზეზიც გამხდარა
ბაშლუღი-გამოსასყიდი თანხა
მუუტანდნენ-მიუტანდნენ
დუურიგებდნენ-დაუნაწილებდნენ.
ქორწილი ზემო აჭარაში.
ფატი
ძირკვაძე.88 წლის. დაბადებული 1929 წელს ცხოვრობს წალკის რაიონში,სოფ.გუმბათში.2017წ.
6-10
ძველად ქორწილი ასეთი იყო: ბიჭმა და გოგომ ერთმანეთი არ იცოდა,
ერთმანეთის ნახვა სირცხვილად ითვლებოდა. გოგოს ძალიანაც რომ დომებოდა ბიჭის ნახვა მამის
ნებას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. დანიშნავდნენ გოგოს რამდენიმე წლით ან თვით და
ბიჭის მხარეს ერთიდან შვიდ კაცამდე ქალი და კაცი მივიდოდა დედოფლის წასაყვანად. სიძის
წაყვანა არ იყო წესი, სახლს რომ მიუახლოვდებოდნენ იცოდნენ სიმღერა:
„ჰორი რამა, ჰორი
რამა
ქალი მოჰყავთ ნათელიო
მოგვინათლეთ სანთელიო“
ამ სიმღერით შევიდოდნენ სასიძოს ეზოში. სანამ
დედოფალს მიიყვანდნენ სამ კაცს
გაგზავნიდნენ მახარობლად, რომლებსაც
ეკავათ მურდაბალიში და სარკ, ამათ
ტკბილეულით გაუმასპინძლდებოდნენ. ამასობაში მოვდოდა
მაყარი დედოფალთან
ერთად. სასიძო ამის შემდეგ გამოვდოდა სახლიდან დედოფალთან
შესახვედრად. დედოფალს
პირბადე ქონდა ჩამოფარებულ, სახე არ უჩანდა სიძე
კამფეტს გადააყრიდ, საჩუქარს მიართმევდა და პირბადეს
ახდიდა, ხშირად
პირველად მაშინ დაინახავდნენ გოგო -ბიჭი ერთმანეთს.
მერე დედამთილი სამ
მეტრომდე ჩითს დააფენდა და თეფშს გაატეხინებდა და ქორწილიც
დაიწყებო
და.
მიიპატიჟებდნენ სტუმრებს, ქალები
ცალკე ისხდნენ, კაცები ცალკე. ქორწილის
დამთავრების დროს იცოდნენ ხუმრობა. მულის კაცს, თოკზე
ჩამოკიდებდნენ და ქვეშ
დაუნთებდნენ ცეცხლს
ვითომ სიძის დასაწველად. ატყდებოდა სიცილი, ხუმრობა, ამ
სახლის პატრონი
გამოიტანდა ტკბილეულს, ქათამს და დაიხსნიდა სიძეს.
კუთხური სიტყვების განმარტება:
ხათრი-ვალდებულება
დომებოდა -სურდა
მურდა ბალიში-მოქარგული
პატარა ბალიში.
მოვდოდა-მოვიდოდა
შუამთობა ზემო აჭარაში
შუამთობა ზემო აჭარაში
გიორგი
ძირკვაძე 77 წლის დაბადებული 1939 წელს.ცხოვრობს სოფელ დიოკნისში.მეურნე.2017 წლის 7 ოქტომბერი.
შუამთობა ჩვენში ძველიდან წამოსული ტრადიცია. იმართება
აგვისტოს პირველ
შაბათ კვირას. შუამთობაზე ავდიოდით მთაში ანუ გოდერძზე,
ბეშუმში. ჩვენს,
იეილებში რომ ავდიოდით მემხლიანი გვერქვა. იქ მემთევრები
გვხვდებოდნენ. ჩემს
ბავშვობაში მსუბუქი მანქანები იშვიათი იყო. მივდიოდით კოლექტივის დიდი
მანქანით. მანქანას მოვრთვდით ყვავილებით ,ფერადი ნაჭრებით.
მთელი სოფლის
ხალხი ორი- სამი მანქანით ერთად წავიდოდით. დედოფლებიც
მიგვყავდა ვის
მანქანაზეც დედოფალი იყო იქ ახალ გაზრდებიუფრო მეტად
ვმხიარულობდით.
ვმღეროდით, ვშაირობდით. ვინ იცის რამდენი გოგო ბიჭი
რომლებსაც ერთანეთი
მოსწონდათ შაირით გაუმხელდნენ გულის ხვაშიადს მემთვრები
დიდის ამბით
ემზადებოდნენ დასახვედრად, რომ დაინახავდნენ მორთულ
მანქანებს ბავშვები
დიდი სიხარულით ხვდებოდნენ ვის სახლშიც არ ავიდოდა მემხლიანი იქ დიდი
მოწყენილობა იყო. ხოლო ვისთანაც მივიდოდა იქ იშლებოდა
სუფრა, როგორც ვთქვი
მემთევრები ამ დღისთის საგანგებოდ ემზადებოდნენ. სუფრაზე
გაჰქონდათ
საჭმელები: მოხრაკული, ხავიწი, ნაღბიბორა, ნაღები, იაღლი მჭადი, დამწნილი
ყველი, ახალი ყურუთი, ძინაღებაი, დოშორვა, ცხვრის ხორცის
იახნი, მემხლიანსაც
აგვქონდა საჭმელები, ნამცხვრები. მოხუცების ჩუმათ ცოტა ღვინოსაც ვსვამდით.
მეორე დღეს იმართებოდა დოღი. აქ იყო შეჯიბრი, ჭიდაობა.
იმართებოდა კონცერტი
ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ცეკვაში, შაირში. მახსოვს შაირები:
„ ბათუმიდან წამოვედი
შამევვარე ერგეში
ბიჭო ნერვებს ნუღა მიშლი
დაგადვანა ჩენგეში“
„ ბათუმიდან წამოვედი
შამევვარე ერგეში
ბიჭო ნერვებს ნუღა მიშლი
დაგადვანა ჩენგეში“
„ავტობუსის შოფერი ვარ
ხან ვაჩერებ ხანა არა
ლამაზ ციცას რომ დევნახავ
ხან ვაკოცებ ხან არა „
„ყველაი სოფელი მევვარე
მარტო დამჩა კვატია
შაირებში ვერ მომიგებთ
შენდა შენი გვარდია“
„ყველაი სოფელი მევვარე
მარტო დამჩა კვატია
შაირებში ვერ მომიგებთ
შენდა შენი გვარდია“
„ცაში ისარი ვისროლე
ძირს დაეცა შქერსა
რაღა უნდა ვეშაირო
შენისთანა შტერსა“
ასე ვშაირობდით და ვცეკვობდით
ყოლსამას, ხორუმს, ქურთბარს, ჯაყდანანას. კონცერტზე
დასაკრელი ინსტრუმენტები იყო დოლი, ჭიბნი გუდა და მოზიკა. იმათზე უკრავდნენ დამკრელები
და ჩვენ ვმხიარულობდით. ღამით კოცონს დავანთობდით და იმის შუქზე გავაგძლებდით მხიარულობას შაირებში ერთი კოლექტივი ეჯიბრებოდათ
მეორე კოლექტივს, ერთი ბრიგადა მეორე ბრიგადას. ამ დროს გასათხოვარი გოგოები და ბიჭები
ერთმანეთს უფროსებისგან დაფარულად ხვდებოდნენ და სიყვარულს უმხელდნენ. ასე გრძელდებოდა
ორ სამ დღეს. შემდეგ ისევ ბარში წამოვდოდით. ისევ ვიწყებდით კოლექთივში მუშაობას. ძველად ასე იყო. შუამთობა ახლაც იმართება, მაგრამ ახლა ზოგი რაღაცები შეცვლილია.
კუთხური
სიტყვების განმარტება:
შუამთობა-ტრადიციული დღესასწაული ზემო აჭარაში.
შუამთობა-ტრადიციული დღესასწაული ზემო აჭარაში.
იეილა-ზაფხულობით დასასვენებელი
ადგილი.
მემხლიანი-შუამთობაზე მიმავალი
ხალხი ბარიდან მთასი.
მემთეური-მთაში მყოფი ქალი
რომელიც პირუტყვს უვლიდა.
ბაღვები-ბავშვები
ხავიწი,ნაღები,მოხრაკული
და ა.შ-რძისგან და ნაღბისგან მომზადებული კერძები,
უჩუმალად-ჩუმად
ყოლსამა, ჯაყდანანა,
ქურთბარი-ცეკვის სახეობები
ჭიბნისგუდა, მოზიკა-დასაკრავი
ინსტრუმენტები
რაცხიები-რაღაცები
ჩენგეში-ყბაში.
სოფელ
დოკნისის წარსული.
მარო ბოლქვაძე 78 წლის.დაბადებულია 1938 წელს.ყოფილი მედდა, პენსიონერი. 2017 წ.11-10
სოფელ დიოკნისში
16 საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა ოთხი
კომლი,გვარად
დიაბიძე. როცა სოფელმა იწყო
ზრდა.სოფლის
ბოლოს ,შემაღლებულ ადგილზე საყდარი ააგეს. რომლის ნარჩენები
დღესაც არის
სოფლის ბოლოს,
ვენახის დასახლებაში.საყდარს სამსახურს
უწევდა დიაკვანი
გვარად დიაბიძე.როდესაც აჭარა
ოსმალეთმა დაიპყრო
.დიაკვანი არარეგალურად ნათლავდა პატარებს
,ქადაგებდა ჭეშმარიტ
რელიგიას ,რომ
ხალხს არ
შეცვალათ რელიგია.
მაგრამ ვაი
რომ ასე
არ მოხდა...
მეზობელი სოფლებიდან მრევლი აქ
დადიოდა სალოცავად.
ამბობდნენ დიაკვანთან მივდივართო. ამან განაპირობა სოფელზე სახელის
დარქმევა. ჯერ დაერქვა დიაკვნისი,
შემდეგ კი
დიოკნისი.
სოფელში ყველა
ადგილს თავისი
სახელი აქვს.
ფერავლი იმიტომ
ერქვა რომ
აქ ძალიან
კარგი ყურძენი
მოდიოდა. შოტავრი ეკუთვნოდა
შოთას.
ანტახავრა ეკუთვნოდა
ანტონს. წითელაუ რა ერქვა იმიტომ
რომ აქ
წითელი ჯიშის
ყურძენი მოდიოდა.
სოფელს ქონდა
ორი კალო
სადაც პურს
ლეწავდნენ.დღესაც
ამ ადგილს
კალო ქვია.სოფლის თავში
არის ადგილი
რომელსაცსახა რატო ჰქვია. აქ იყო თხმელნარი
ადგილი ხოლო
მდინარეში იყო
დაზგა ჩადგმული
სადაც ჩარხავდნენ თხმელის ჯამ
-ჭურჭელს.
აჭარაში თურქები
სამი საუკუნე
ბატონობდნენ.ძალდატანებით ამტკიცებდნენ თავიანთ
რჯულს. აკრძალული იყო ქრისტიანულ რელიგიაზე მომსახრება. მშობლიურ
ენაზე ლაპარაკი. შეცვალეს ენა, დამწერლობა. არაბულად ზეპირად ასწავლიდენ ყურანს. ამით
უნდოდათ დაევიწყებინათ მშობლიური ენა და რწმენა
რომ შეენახათ დიდი ნენეი მჭადის გამოცხობის დროს მჭადზე ჯვარს გამოსახავდა. ჯვართან
დაკავშირებულია გეოგრაფიული ობიექტების სახელებიც ჯვარიქეთი და ჯვარისერი .ასევე ჯვარია
გამოსახული სოფელ კორტოხის ჩანჩქერის მარჯვენა
მხარეს. ასევე მის გვერდით გამოსახულია წრე. არსებობს ლეგენდა რომ ეს თამარის სარკეა,
ხოლო ჯვარსაც თამარის ჯვარს ეძახიან.დღემდე გაურკვეველია ჯვარი ხელითაა გამოკვეთილი
თუ ბუნებრივია. არავინ იცის სინამდვილეში საიდან მოდის ჯვრის ისტორია. ვფიქრობ რომ
ნასაყდრევთან აუცილებელი კავშირი უნდა ჰქონდეს მის პირდაპირ აღმართულ თამარის ჯვარს. ერთი
კი ნამდვილად მჯერა რომ ჩემი სოფელი ძირძველია და აქ ცხოვრობს კეთილი, ალალი, სტუმართ-
მოყვარე და ღვთისმოშიში ხალხი.
სხვადასხვა სახის ლოცვები
გუგული გელაძე 61 წლის.დაბადებულია
1955 წელს .ცხოვრობს სოფელ დიოკნისში. დიასახლისი
ჟუჟუნა მუკუტაძე 46წლის დაბადებული 1970წელს ცხოვრობს სოფელ დიოკნისში.დიასახლისი
ჟუჟუნა მუკუტაძე 46წლის დაბადებული 1970წელს ცხოვრობს სოფელ დიოკნისში.დიასახლისი
შაკიკის ლოცვა: შაკიკი
შემოპარულა ჩემი ქუჩის ბოლოსა,ისე ჭამდა რკინას როგორც ხარი თივას,ქრისტე მეფემ დაიძახა
გაიპარა დილას.
ან შაკიკისა ბოლოსა ,ხარი კვნეტდეს რკინასა,გინდამც
მერე რკინასა.მთა-ბარი მოვიარე გაიპარა დილასა.
ნაღრძობის ლოცვა
:უცხო მინდორსა უცხო ხე იდგა. უცხო ფრინველი ზედ შეჯდა. შევედი უფეხოდ. დავიჭირე
უხელოდ. დავკალი უდანოთ შევწვი უცეცხლოთ, შევჭამე უპიროთ. ვინც გაიგონოს ნაღეძობი წამს
იქით გაძნელდებოდეს.
ეიგერ მოვა შავი კაცი.თვალებს მოაყლეპინებს, ხელებს
მოატაშუნებს, ფეხებს მოაბლაყუნებს. შენ სა მიხვალ შავო კაცო. მე მივალ ადამიანთან სისხლის
სასმელად, ძვალის საძეძგლად, რბილის სანაად. მე არ მიგიშვებ არც სისხლის სასმელად,არც
ძვალის საძეძგნად, არც რბილის სანაყად.სულმა ღმერთმა გამამწესა, აგჭრი, დაგჭრი. შავტარიანი
ხმლით.ჩაგყრი ვალის ქოთანში. გაგიტან მიღმა. ნანალებს მიგცემ ქარსა და ნიავსა, შეგაჭმევ
ყვავსა და ყორანსა.
დაქცნილის ლოცვა: ღმერთის სახელით დილა დავიარო, ჯახრაკო და პარაკაცო.
ძაღლს მიჰყავდა ჩაუში,ყელქედანა ჯამუში. ოჰო დაქცნილო შეგიტყვე ,ოჰოლაი და გამიშვი.
სახელითა მამისათა,ჟამითა დიდითა .სულითა წმინდითა.ლოცვა
დაქცნილისა. ადამ და ევა სამი დეიძახა.სამ წყაროს წყალი ერთა მეიყარა .შავმა ძღლმა
მიკბიბინა, შავმა ვერძმა მიკბინა, ძაღლმა ხიდზე გეირბინა, ხიდი წყალმა წეიღო, წყალმა
ზღვას მისცა, ზღვამ ვეშაპს მიუგდო. გაუშვი დაქცნილო,გაუშვი დაქცნილო. გაუშვი დაქცნილო.
უჟმურის ლოცვა:
არასა მარასა,ჭრი წმინდა გვეჯოსა.ყველა შენ დარდს დავჭრი.დავჩეხავ,დავკეპავ.ჩავყრი
კვატას ქოთანში.ვაჩახჩახებ.მივცემ აღმა ქარს დაღმა წყალს
ეხულამეს მინავალი.მიდევს ჯრუხი,მიდევს ჯრუხი ხრისტიანი.სახელი
იქით ხმალი იქით.საწყალია წვეთიანი.ამწმენდილი დამწმენდილი დიდი ღმერთი ბრძანდება.
გამთელებელი ამ დარდისაც ისევ ღმერთი ბრძანდება.ავადმყოფობის ტკივილო აღმა ქარს დაღმა
წყალს.
შეშინებულის ლოცვა: ამშანა შინა რამ შეგაშინა.კაცმა
შეგაშინა, ქალმა შეგაშინა. შეშინებულო კარს გამოდი.გულო საგულეში ჩადი.ძვალო ძვალთნ
მიდი. რბილო რბილთან მიდი. შეშინებულო კარში გამოდი მოვდივარ ცულით და დანით.შეგწვავ უცეცხლოთ, შეგყლაპავ უყორყო პირით.
ყოზანი სამი კონა ეკალი. ვინცხამ შენ შეგაშინა მის თვალებში ნარა ეკალი.
კუ-კუ კურკუმეტავ,ცხენის ფეხის ჩონჩორიკავ,რას წამომდგარხარ
შავ კლდეზე.რათ მეჩვენები თული-თულად.ჩემ ჭრელ დანით ჩაგჩეხავ-ჩაგკეპავ,ჩაგყრი ყირმიზ
ვალის ქოთანში.გადუღებ გაქაფქაფებ შვიდ დღეს და ღამეს.გაგიტან არსიანის მთასა მიქცემ
ქარსა დანიავსა.შეშინებულო წადი დამეკარგე.შეშინებულო წადი დამეკარგე.
თვალის ლოცვა: ელენესა მელემესა,თვალი მეცა ადლისა,გოგოსი
თუ ბიჭისა.ქალისა თუ კაცისა.ბერისა თუ ერისა.ელენესა ყანა ჰქონდა.ყანის ბოლოს ზორტი
იწვა.ერთი თვალი ცეცხლი ჰქონდა,წყალმა გადმეიარა ცეცხლი ჩალესა.ვინცხამ თვალი მაცემა
შხამიტუტა ეცა და გაუსკდა მისი თვალის კაკალი.
ელისასა მალისასა შეგილოცავ თვალისასა.ვინცხასი თვალი
შენ გეცა თვალში ნაცარი ,დაუქორვოს იმას თვალი .დაუქორვოს იმას თვალი.
თიაქარის
ლოცვა: თიაქარო მიაქარო, ჰა მიხვალ, ჰა მიბრძანდები. არ მოგიშვებ მუცლის სატკენად,
ძვალის სახრესად, ძილის საჭმელად. რა არის მისის წამალი: შვიდნაირი ძაფი, შვიდი ბოსტნის
ბალახი, შვიდი ქალის ნალოცი, მე ვარ მლოცავი ღმერთი შენი მომხმარი.
შენ გილოცავ
თიაქარო, თიაქარო ჰა მიხვალ,რბილის საჭმელად,ძვალის სამტრევად.არ გაგიტან დაგიდებ გეგელიძის
საცერსა.დაგიდებ არმართსა ფიწალსა. მიგცემ ქარსა და ნიავსა. ღმერთო შენ გააქარვე ქარივით.
ღმერთო შენ გააწყალე წყალივით.აღმა ქარსა დაღმა წყალსა.
წითელა ბატონების
ლოცვა: წითელი ზღვის პირას ,წითელი ხე იდგა,წითელი ქორი იჯდა,წითელი ბუდე გაიკეთა.
დადვა წითელი კვერცხები, გამოუშვა წითელი ბარტყები. გამოდი, გამოფრინდი, წითელო ბატონებო.
გამოფრინდი წითელო ბატონებო.
თია, თიაო
წითელო ბატონებო. ნარევო კვახევო,იარე მოიარე, წაბრძანდი არ დამენახეო. უძრავ ქვის
ქვეშ დაბინავდიო აშოს იუსუფას თიაო. სულთანას ალიფაშას თიაო. წითელო ბატონებო წაბრძანდი,
წითელო ბატონებო წაბრძანდი.
ის რაც წინამდებარე ნაშრომშია
მოთავსებული ბევრისთვის საკმაოდ ნაცნობი თემაა
ძალიან ბევრ მკვლევარს აქვს დაწერილი ჩემი კუთხის ,მისი წარსულის ,ზნე-ჩვეულებების,
ტრადიციების შესახებ. არის უამრავი კვლევა ,მაგრამ რასაც მე მოგახსენებთ ეს ხო ჩემს მიერაა ჩემი
სოფლის უხუცეს ბებია ბაბუებს შორის შეკრებილი.ეს ხომ მათ
ხსოვნას შემორჩენილი წარსულია. სწორედ მათ შემოგვინახეს მთიელთა ყოფისათვის დამახასიათებელი
ნიშან- თვისებები .რაც სიტყვიერ საგანძურში ჩაქსოვილ-ჩაკირული ინახებოდა. ნაწილი ამ
საგანძურისა იდუმალებითა მოცული ,ნაწილი კი ჩვენთვის ცნობილი რომელსაც უნდა გავუფთხილდეთ
და მოვუაროთ.
ნურავინ იფიქრებს რომ ჯადოსნური სკივრიდან შევძელი ბევრი რამის ამოღება. მე მასში თვალდახუჭულმა ცალი ხელი ჩავყავი და ის ამოვიღე რაც ამომყვა ძალიან ცოტა, მაგრამ ჩემთვის ძვირფასი. იმიტომ რომ ის ჩემთვის უძვირფასესი ადამიანებისგანაა მოყოლილი. მათში ზოგი ზღაპრულია, ზოგიც რეალური. თითოეულ ისტორიას ოსმალების ბატონების კვალი ამჩნევია, მაგრამ მაინც ბევრია ტრადიციული. რათქმაუნდა ეს დღეს არავის აერევა.ჯადოსნური სკივრიდან ამჯერად ბევრის ამოღება ვერ შევძელი, მაგრამ ვეცდები შემდეგში უფრო ბევრი ვიმუშაო, უფრო ბევრი ბებია- ბაბუა მოვინახულო, მაგრამ ძალზად მტანჯავს ისიც, რომ ის ბებია რომელთანაც უკანასკნელი ჩანაწერი გავაკეთე ცოტა შეუძლოდ იყო. ,როგორც მან მითხრა „უქეიფოთ ვარო ნენი“ მუხლებში უძლურებას და თვალში უსინათლობას უჩივოდა......სტანჯავდა თავისი წარსულიც, ოსმალების ტყვეობა ,ცარიზის აუტანელი რეჟიმი, აუტანელი კომუნისტური წყობის მარწუხები. გულს მხოლოდ თავისუფალი, ერთიანი, ძლიერი საქართველოს ხილვა გაახარებს. ვიჩქაროთ და ნატვრა ავუსრულოთ .რაც მთავარია არ დავივიწყოთ რომ ჯადოსნური სკივრის საიდუმლო ამ ქვეყნად მან ერთმა იცის მხოლოდ.

Комментарии
Отправить комментарий