საკლუბო მუშაობა


                
                                       კლუბის  ხელმძღვანელი:.
                                                                                                          კლუბის კურატორი: იამზე ძირკვაძე
მისამართი: დიოკნისის საჯარო სკოლა.
                      ტელეფონი: 577 973701

Facebook/.დიოკნისის საჯარო სკოლა.

სასკოლო ლიტერატურული კლუბი- ,,ლამპარი“
                                  კლუბის ზოგადი წესდება
·        დიოკნისის საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბი „ლამპარი“ დაფუძნებულია ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის იამზე ძირკვაძის მიერ.
·        კლუბი დაფუძნებულია განსაზღვრული ვადით და თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე კერძოდ დიოკნისის საჯარო სკოლაში.
·        კლუბს აქვს სახელწოდება „ლამპარი“
  
·        დევიზი-„ლექსები სულის საზრდოა, შეიყვარე ისინი“;გამართული მეტყველება ჩვენი აზროვნებისა და კომუნიკაციის იარაღია ,ამიტომ ვიკითხოთ მხატვრული ლიტერატურა,ავიმაღლოთ წიგნიერების დონე და ვისაუბროთ გამართულად!

კლუბის მიზნები და ამოცანები

მოსწავლეებში:
      წიგნიერები დონის ამაღლება ,თვალსაწიერის გაფართოება და მათი ლიტერატურული გემოვნების გაზრდა.
      ჰუმანიტარული საგნებისადმი დაინტერესება
      კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარების განვითარება
      საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება ამა თუ იმ ნაწარმოების (რომელიც სკოლაში არ ისწავლება)მიმართ და მისი ესთეტიკური აღქმა
      სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის გამარტივება
      თეორიული და პრაქტიკული უნარების გამომუშავება
     
      საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარება
      წაკითხული ტექსტის ადეკვატურად აღქმა,გააზრება და მიღებული ინფორმაციის გამოყენება სხვადასხვა კონტექსტში
      აზრის თავისუფლად გამოთქმა და დაფიქსირება
      არგუმენტირებული და ლოგიკური მსჯელობის უნარების განვითარება
      პრეზენტაციის წარმოჩენისა და დისკუსიაში ჩართულობის უნარების განვითარება
      ზეპირმეტყველების კულტურის გამომუშავება
      მხატვრული კითხვის,ხელოვნების (ინტონაცია,ტემბრი)გათავისება
      შემოქმედებითობის უნარის განვითარება და წარმოჩენა
 
      მოსმენილი ან წაკითხული ნაწარმოების დაკავშირება საკუთარ გამოცდილებასთან
*              წაკითხული ნაწარმოების თემის,იდეის გააზრება პერსონაჟების შედარებამოსწავლეებმა შეძლონ ტექსტის აღქმა,დაეუფლონ სწორი გამომეტყველებითი კითხვის ჩვევებს, განუვითარდეთ აზროვნება და მეტყველება,გაუმდიდრდეთ ლექსიკური მარაგი.
*      შეძლონ წაკითხულის ფერად ილუსტრაციასთან დაკავშირება და დაკვირვება,ამოცნობა იმისა, თუ ლექსის რომელი ეპიზოდია დახატული.
*      შეძლონ ლექსში გადმოცემული თემა ან მათთვის საინტერესო მონაკვეთი გადმოსცენ ზეპირსიტყვიერად და ნახატით, წარმოადგინონ ილუსტრაციები,პრეზენტაციები.
*      შეუძლიათ ამოიცნონ მხატვრული გამოთქმები, წარმოადგინონ  ჟესტ-მიმიკით,გამოუმუშავდეთ მარტივი ინტონაციური და პუნქტუაციური ჩვევების ფორმირება.
*      შეუძლიათ ენობრივ მასალაზე დაკვირვება.რითმაზე დაკვირვება.მსჯელობასათანადოარგუმენტაციისმოხმობით . მოსაზრებისგასამყარებლად ციტატებისგამოყენება

            


კლუბის მუშაობის განმავლობაში გამოყენებული    იქნება სწავლება შემდეგი მეთოდებით:



·         ჯგუფური სავარჯიშოები
·         პრეზენტაცია
·         დისკუსია
მოსალოდნელი შედეგები:
·         მოსწავლეები ლიტერატურულ კლუბში მუშაობის შედეგად გამოავლენენ და განამტკიცებენ მხატვრული კითხვის უნარებს,განივითარებენ კითხვის,პრეზენტაციის,ჯგუფური მუშაობის,თანამშრომლობის,არგუმენტირებული მსჯელობის უნარ-ჩვევებს,გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
·         ცოცხალი მეტყველება,მდიდარი ლექსიკა და მათი სწორი გამოყენება ჩვენი ენის შენარჩუნების ურღვევი გარანტიაა.

·         მხატვრული კითხვა იძლევა საშუალებას,მოზარდებს გაუღვივოს ჰუმანიზმის გრძნობა.
·         მოსწავლე მიეჩვევა სწორ,ლოგიკურ აზროვნებას.

·         ჩამოუყალიბდება ხმა,ტემბრი,ემოცია.
·         მოეხსნება კომპლექსი და გაუადვილდება სწორად აღქმა.



       კლუბის მუშაობა

კლუბის „ლამპარის“-წევრები იკრიბებიან კვირაში ერთხელ, ხუთშაბათ დღეს, გაკვეთილების შემდეგ.




         კლუბის სტრუქტურა,მართვა და გადაწყვეტილებების მიღება

      კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან.
      კლუბს ჰყავს ლიდერი ( ქეთი საგინაძე) რომლის უფლებამოსილებაა უხემძღვანელოს კლუბის საქმიანობას ,წარადგინოს კლუბი მესამე პირთან, უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განხორციელებულ პროექტებს და აქტივობებს.
      კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით: დაამტკიცოს სამოქმედო გეგმა ,დაამტკიცოს კლუბის წესდება,აირჩიოს ან ვადაზე ადრე გადააყენონ კლუბის ლიდერი.


      



კლუბის მუშაობაში ჩართული პირები:
o    სკოლის მოსწავლეები, სკოლის ბიბლიოთეკარი, ქართული ენის მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები.

დრო:
·         კლუბის  მუშაობა განხორციელდება 2017-2018 სასწავლო წლის I-II სემესტრის განმავლობაში,ხუთშაბათობით ,15 სთ.
რესურსები:
·         ს.ს.იგავები,ენის გასატეხები,გამოცანები,მცირე ზომის ლექსები,ვიდეორესურსები-ლიმკი,ინტერნეტი,თაბახის ფურცლები,კალამი,ცარცი,დაფა,კომპიუტერი,მოსწავლის ბუკი,რვეული.


                  

      
 

კლუბის წევრები გაეცნობიან მთელი წლის განმავლობაში შემდეგ ლიტერატურულ შედევრებს
      ნოდარ დუმბაძის შემოქმედება,მოთხრობები:მე,ბებია,ილიკო და ილარიონი
      რ.ინანიშვილის შემოქმედება მოთხრობები და ნოველები „ლამაზი ცრემლები(კრებული)
      შარლობა ბრონტე „ჯეინ ეარი“ და სხვა.

აქტუალურობა:
*      ლიტერატურის კლუბი  ხელს შეუწყობს მოსწავლეებს გამოავლინონ  შემოქმედებითი უნარები. იგი აუმაღლებს მოტივაციის დონეს , იმ მოსწავლეებს, რომლებსაც მეტ-ნაკლებად აქვთ მხატვრული კითხვის ნიჭი, მაგრამ არ არიან ამაში დარწმუნებული და არ ეძლევათ თვითგამოხატვის საშუალება.
*      დაეხმარება მოსწავლეებს ტექსტის მხატვრული უნარ-ჩვევების კითხვის წარმოჩენაში,შემოქმედებითი  არტისტიზმის რეალიზებაში, შესრულების კულტურის ზრუნვა-დახვეწაში.

განაცხადი  კლუბის  შექმნის  შესახებ

სსიპ ხულოს  მუნიციპალიტეტის 
სოფელ დიოკნისის  საჯარო  სკოლის 
დირექტორს ბატონ/ქალბატონ რევაზ ძირკვაძეს
ამავე  სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის  პედაგოგის
იამზე ძირკვაძის

განცხადება

2017 წლის 15 ოქტომბერს დიოკნისის  საჯარო  სკოლაში  შეიქმნა  ქართული ენის და ლიტერატურის  შემოქმედ მოსწავლეთა კლუბი „ლამპარი“ ჩვენი  კლუბის  მიზანია ხელი  შევუწყოთ  მოსწავლეთა წიგნიერებისა  და   შემოქმედებითი  უნარების  განვითარებას. ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღრმავებას.
გთხოვთ  დამრთოთ  ნება განვახორციელოთ  აღნიშნული  საქმიანობა.



განმცხადებელი: ი.ძირკვაძე

თარიღი:15.10 .2017











ლიტერატურული კლუბის მუშაობის განრიგი

N
კლუბის მუშაობის    განრიგი
დრო
საათი
ხანგრძლივობა
1
შეხვედრა 1
17.10.2017
17 სთ
45 წთ
2
შეხვედრა 2
8.11.2017
17 სთ
45 წთ
3
შეხვედრა 3
12.12.2017
17 სთ
45წთ
4
შეხვედრა 4
30.01.2018
17 სთ
45წთ
5
შეხვედრა 5
8.02.2018
17 სთ
45წთ
6
შეხვედრა 6
15.03.2018
17 სთ
1სთ
7
შეხვედრა 7
14.04.2018
17 სთ
45წთ
8
შეხვედრა 8
25.05.2018
17 სთ
45წთ
9
შეხვედრა 9
4.06. 2018
17 სთ
45წთ
კლუბის  ხელმძღვანელი: იამზე ძირკვაძე.







კლუბის  მუშაობის პროგრამა
N
თვე და რიცხვი
სამუშაო პროგარამა
( თემების დასახელება)
მუშაობის
ხანგრძლივ.
       რესურსები
პასუხისმგებელი
პირი

1
17.10.2017
მუშაობის მიზნის გაცნობა
კლუბის  სახელწოდების შერჩევა,დავალებების განაწილება
45 წთ
საკლასო ოთახი,ფურცელი,კალამი,სია,
ჟურნალი
წრის ხელ-ლი
2
8.11.2017
პოეტური ტექსტის აღქმა,სწორი და გამომეტყველებითი კითხვის ჩვევების დაუფლება.(ტემპი,პაუზა,მახვილი,ინტონაცია.)
45 წთ
ბიბლიოთეკა,ქართული საბავშვო პოეზიის ანთოლოგია,
რვეულები,კალმები. მათთვის სასურველ ნაწარმოებებზე მუშაობა.
წრის ხელ-ლი
3
12.12.2017
აზროვნებისა და მეტყველების განვითარება.
(წაკითხული ტექსტის გააზრება)მხატვრული ტექსტის გააზრება 
დისკუსია შესაბამის  თემაზე

45წთ
მუხრან მაჭავარიანის ლექსი:“მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა“
რვეულები,კალმები.
შესაბამის ტესტებზე მუშაობარ.ინანიშვილის შემოქმედება მოთხრობები და ნოველები „ლამაზი ცრემლები(კრებული)
მოსწავლეები
4
30.01.2018
        ლექსიკური მარაგის გამდიდრება.რითმაზე მუშაობა და დაკვირვება
45წთ
შოთა ნიშნიანიძის ლექსი :“ციხე-ტაძართა საგალობელი“ანა კალანდაძე: „ ამ სურით სვამენ“

5
8.02.2018
არგუმენტირებული მსჯელობის უნარ-ჩვევების განვითარება.
(მხატვრული ტექსტის გააზრება)
45წთ
აკაკი წერეთლის ლექსი:“ჩონგური“
ნ.ლორთქიფანიძის ნოველები.
მოსწ.მასწ.
6
15.03.2018
როლებში კითხვა ანლიზზე და სინთეზზე ორიენტირებული
როლური თამაში - შემოქმედებითი ნიჭის არტისტიზმის რეალიზება
1სთ
ნ.დუმბაძის“ მე,ბებია ილიკო და ილარიონი“-ნაწყვეტი. შარლოტა ბრონტე „ჯეინ ეარი“
მოსწ.მასწ.
7
14.04.2018
       „ო,ენავ ჩემო დედაო ენავ“
45წთ

ირაკლი აბაშიძე „ხმა კატამონთან“
„შენ სისხლო ჩემო“-მუხრან მაჭავარიანი.და სხვა
მოს
8
25.05.2018
ლექსიკურ მარაგზე მუშაობა ხალხური პოეზია
45წთ
ლექსი“დალოცვა“;“ბინდისფერია სოფელი“

მასწ.მოსწ.
9
4.06. 2018
ფრაზეოლოგიზმებზე მუშაობა.  სიტყვათა მრავალმნიშვნელიანობაზე, გამოცანები, ანდაზები, აფორიზმები
ენის გასატეხები.მათი სწორად და სწრაფად კითხვა.

45წთ
აუდიო მასალა,გამოცანების კრებული,რვეული,
კალამი,
მასწ.მოსწ.

                                      განცხადება
    სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ.დიოკნისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის  კათედრაზე იქმნება სასკოლო ლიტერატურული კლუბი -,, ლამპარი“. კლუბში გაერთიანება შეუძლიათ  მე-5, მე-11კლასის მოსწავლეებს, სურვილის შესაბამისად. მეცადინეობა გაიმართება 2017 -2018 სასწავლო წლის განმავლობაში ხუთშაბათობით, გაკვეთილების შემდეგ, 15სთ.
 გთხოვთ,მოგვმართოთ 2017 წლის  27 ნოემბრამდე.
განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის
სახელი
გვარი
მობილური ტელეფონი
ჰობი(საყვარელი საქმიანობა)
აპლიკანტის მოტივაცია - რატომ გსურთ კლუბში ჩართვა?

სკოლა

კლასი


14.04.2018
       „ო,ენავ ჩემო დედაო ენავ


ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული .,, ო,ენავ ჩემო დედაო ენავ". 











24 აპრილს ჩატარდა ვიქტორინა -კონკურსი. გამოცანები, ანდაზები, აფორიზმები
ენის გასატეხები.მათი სწორად და სწრაფად კითხვა.













Комментарии

Популярные сообщения из этого блога