გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
ლადო ასათიანის ,,სპარსელ ასულს
|
||||||||||||||||||||||||||||||
კლასი:
|
მე-9
|
||||||||||||||||||||||||||||||
თარიღი
|
15/02/2018
|
||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეთა რაოდენობა
|
10
|
||||||||||||||||||||||||||||||
სსსმ მოსწავლე
|
არა
|
||||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის მიზანი.
|
მოსწავლეები გაანალიძებენ ლადო ასათიანის ლექსს,
,,სპარსელ ასულს“: გაიხსენებენ საქართველოსა და სპარსეთის
ურთიერთობის ისტორიას და დააკავშირებენ დღევანდელობასთან, გაეცნობიან ფერეიდანსა
და ფერეიდნელ ქართველებს, შეადარებენ ქართულსა და სპარსულ ლიტერატურას.
გააანალიზებენ ტექსტის მხატვრულ სახეებს.
|
||||||||||||||||||||||||||||||
ესგ-ით მისაღწევი შედეგები
|
ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ
ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული
ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ. IX. 7. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ცოდნის გამოყენება
სხვადასხვა სახის ტექსტების ანალიზისას.
ქართ. IX. 8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების
გამოყენება.
|
||||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის წინაპირობა
|
მოსწავლეებმა იციან ლადო ასათიანის ბიოგრაფია, იციან მხატვრულ
ხერხებზე მუშაობა.
|
||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო რესურსები
|
ქართული ენა და ლიტერატურა, მე-9 კლასი.
გამომცემლობა ,,სწავლანი“ ვ.როდონაია
კომპიუტერი, დაფა, რუკა
|
||||||||||||||||||||||||||||||
ინტერნეტრესურსები
|
|
||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების საგანი/პროცედურები
|
მოსწავლე ნათლად აყალიბებს აზრს, მკაფიოდ გამოხატავს
თავის პოზიციას და ასაბუთებს მას, შესაბამისი არგუმენტებისა და მაგალითების
დასახელებით.
შეფასების ტიპი: განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება.
|
||||||||||||||||||||||||||||||
ორგანიზების ფორმები
|
ინდივიდუალური მუშაობა;
მუშაობა მთელ კლასთან;
მუშაობა წყვილებში
|
||||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის
მსვლელობა/დრო
|
აქტივობა 1 მოსწავლეთა მოტივაცია.
დაასრულეთ წინადადება, მიხარია გაზაფხულის დადგომა რადგან...
ან არ მიყვარს გაზაფხულის დადგომა რადგან...3წთ
აქტივობა 2 საშინაო დავალების შემოწმება:რა
ვიცით ლადო ასათიანის შესახებ. 4 წთ
აქტივობა 3 კავშირი ახალ მასალასთან: რომელ
საუკუნეში შემოვიდა ქრისტიანული სარწმუნოება საქართველოში? დაფაზე ვწერთ
საქართველოს მტრებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ქრისტიანულ რელიგიას. 3წთ
აქტივობა 4. მინილექცია: სპარსეთ-საქართველოს
ურთიერთობა, გიორგი სააკაძე, შოთა რუსთაველი, საადი შირაზელი, ფერეიდანი,
შაჰ-აბაზი, 5წთ
აქტივობა 5 კლიპის ჩვენება 9წთ
აქტივობა 6 :ლექსის კითხვა და ანალიზი 10 წთ.
მოსწავლეები ნაწილ-ნაწილ კითხულობენ ტექსტს
გამომეტყველებით და აანალიზებენ, ყურადღებას ვამახვილებთ ახსნილი მასალიდან
რომელი პიროვნებაა ლექსში ნახსენები და როგორ.
აქტივობა 7.
მუშაობა წყვილებში: ამოიწერეთ სარითმო წყვილები და
შეადგინეთ სქემა. ამოიწერეთ მხატვრული ხერხები
6წთ
აქტივობა 7. გაკვეთილის შეჯამება და საშინაო დვალების
მიცემა.5წთ.
საშინაო დავალება: ლექსი ზეპირად. ესე: მე რომ
სპარსელს შევხვდე...
შეჯამების დროს წეპოვან ფურცლებზე ასრულებენ
მოსწავლეები წინადადებებს და აკრავენ პლაკატზე:
,,კმაყოფილი ვარ გაკვეთლის, რადგან...
ან არ ვარ კმაყოფილი რადგან...
|
||||||||||||||||||||||||||||||
საშინაო დავალების შეფასების
რუბრიკა
საკლასო სამუშაოს შეფასების რუბრიკა
რეფლექსია
საჩვენებელი გაკვეთილი ქართულ ლიტერატურაში;
მასწავლებელი: იამზე ძირკვაძე
კლასი: მე-9
თარიღი: 15/02/2018
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეები გააანალიზებენ
ლადო ასათიანის ლექსს, ,,სპარსელ ასულს“, გაიხსენებენ საქართველოსა და სპარსეთის
ურთიერთობის ისტორიას და დააკავშირებენ დღევანდელობასთან, გაეცნობიან ფერეიდანსა
და ფერეიდნელ ქართველებს, შეადარებენ ქართულსა და სპარსულ ლიტერატურას.
გააანალიზებენ ტექსტის მხატვრულ სახეებს.
გაკვეთილი დავიწყე სახალისო
აქტივობით: დაფაზე დახვდათ ფრაზები:1. მიხარია გაზაფხულის მოსვლა რადგან... 2. არ
მიხარია გაზაფხულის მოსვლა რადგან... ,რომლებიც უნდა დაესრულებინათ მოსწავლეებს, ეს აქტივობა
აგრეთვე ხელს უწყობს არგუმენტირებული მსჯელობის განვითარებას, თანაც კლასის
განწყობას ქმნის.
მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი და შეფასების კრიტერიუმები.
ამის შემდეგ შევამოწმე საშიანაო დავალება, ესე: რა ვიცით ლადო ასათიანის
შესახებ, ერთმა მოსავლემ წაიკითხა, ხოლო დანარჩენმა დააამატა თუ რამე
განსხვავებული ჰქონდათ.
ჩავატარე გონებრივი იერიში და მოსწავლეების დახმარებით ჩამოვწერე ის ქვეყნები,
რომლებიც ოდითგანვე ემუქრებოდნენ ჩვენს ქვეყანას: ირანი, ოსმალეთი, რუსეთი,
მონღოლეთი.
ჩავატარე ლექცია და ვესაუბრე
ირან-საქართველოს ურთიერთობის დადებით და უარყოფით მხარეებზე, გავიხსენე ისტორიული
პირები, რომლებიც გვხდებიან ლექსში.გიორგი
სააკაძე, შოთა რუსთაველი, საადი შირაზელი, ფერეიდანი, შაჰ-აბაზი,
ვაჩვენე კლიპი ფერეიდნელი ქართველების შესახებ.
მოსწავლეებს ვთხოვე წაეკითხათ ლექსი გუნდური მეთოდით, მხატვრულად.
ჯგუფებს დავუნაწილე ლექსი და ვთხოვე ამოეწერათ ლექსში ნახსენები ისტორიული
პირები და ემსჯელათ, თუ რა მიზნით მოიყვანა ავტორმა.
ვამუშავე მხატვრულ ხერხებზე და
შევადგინეთ სარითმო სქემები წყვილებში.
გავაკეთეთ გაკვეთილის
ანალიზი თვითშეფასების კითხვებით, მოსწავლეებმა წეპოვან ქაღალდებზე დაწერეს
ფრაზები:,,კმაყოფილი ვარ გაკვეთლის, რადგან...
ან არ ვარ კმაყოფილი
რადგან... და გააკრეს დაფაზე.
საშინაო დავალებად მივეცი ესე: მე რომ სპარსელს შევხვდე...
მოსწავლეების შეფასებიდან გამომდინარე
,ვთვლი, რომ გაკვეთილმა მიზანს მიაღწია.
..
|
|||||||||||||||||||||||||||||||




Комментарии
Отправить комментарий